რუხის მრავალპროფილურ კლინიკაში კორონავირუსზე 15 ტესტის პასუხს ელოდებიან
ჯანდაცვა

ფოტო: არქივი
COVID-19-ით ინფიცირებული ქალის მდგომარეობა, რომელიც რუხის მრავალპროფილურ კლინიკაში მკურნალობს, სტაბილურია, - ამის შესახებ საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლოზ ქარცივაძემ განაცხადა.
პაციენტს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. რაც შეეხება ცხელების ნიშნებით შეყვანილ ერთ წლამდე ბავშვს, მისი ანალიზი ლაბორატორიაში გამოკვლევაზეა გაგზავნილი. კლინიკაში სულ 15 ნიმუშზე ელოდებიან პასუხს. აქედან ხუთი, საკარანტინე სივრცის პაციენტია, ხოლო 10 - მედპერსონალიდან.
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 615-ს შეადგენს. მათ შორის 275 გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 9 ადამიანი. საკარანტინო ზონებში 4723 მოქალაქე რჩება, ხოლო სტაციონარში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 446 პაციენტია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.



