ნიგერიაში საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვების შემსუბუქებამ ინფიცირების რეკორდული მატება გამოიწვია
ჯანდაცვა

ნიგერიაში დღე-ღამის განმავლობაში კოვიდინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აღწერეს. ამის შესახებ Aljazeera წერს.
საგანგებო მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, ქვეყანაში, სულ რამდენიმე საათში, ინფიცირების 245 შემთხვევა გამოვლინდა.
აქამდე, ქვეყანაში 6 კვირის განმავლობაში მოქმედებდა მკარცი საგანგებო ზომები.
ინფიცირების შემთხვევათაგან 73 ქვეყნის დედაქალაქში, ლაგოსში აღრიცხეს.
ნიგერიაში კოვიდინფექციით სულ 2 802 ადამიანი დაავადდა. მათგან 417 გამოჯანმრთელდა, 93 პაციენტი კი დაიღუპა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.





