რა ზომებს მიმართა საქართველოს თავდაცვამ კორონავირუსის წინააღმდეგ
ჯანდაცვა

ვლადიმერ ჩაჩიბაია
ფოტო: თავდაცვის სამინისტრო
ჩვენ მკაცრად დავიწყეთ რეკომენდაციების გატარება. ყველა ის ადამიანი, ვინც ამ წესებს დაარღვევს, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს. ნაწილში შესვლა მკაცრად კონტროლდება, ყველა პიროვნება, რომელიც ნაწილში შედის თერმოსკრინინგს გადის, ასევე ყველა მანქანა სპეციალური ხსნარით მუშავდება . ასევე მიმდინარეობს საყაზარმე საძინებელი ტერიტორიის და სხვა ადგილმდებარეობის დეზინფექცია, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ვიდრე ჯარი ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდოდა, მინისტრის ბრძანებით 4 რიცხვში შეიზღუდა იმ ადამიანებთან კონტაქტი, რომელბმაც რისკის მატარებელ ქვეყნებში იმოგზაურეს, ვინც ასეთი ქვეყნებიდან ჩამოვიდა მათი იზოლირება მოხდა და 2 კვირის განმავლობაში სამსახურში გამოცხადება აეკრძალათ.
„ 12-რიცხვში თავდაცის სამინისტრო დისტანციურ მუშაობის რეჟიმზე გადავიდა. თავდაცვის სამინსიტროს და ბევრ უწყებას უკვე აქვს ელექტრონული მუშაობის სისტემა და ამ სისტემით ხდება დისტანციურად ადმინისტრაციული საქმის წარმოება და უკვე 19-რიცხვში, მინისტრისვე ბრძანებით, თავდაცვის ძალები გადავიდა ყაზარმულზე, ეს არის ის რეჟიმი როდესაც თავდაცვის ძალების გარკვეული პირადი შემადგენლობა 24-საათის განმავლობაში ნაწილის ტერიტორიაზე იმყოფება, ნაწილი დისტანციურ მართვის სისტემაზეა გადასული, რომლებიც ასევე არიან აქტიური დაკვირვების ქვეშ, თითოეული ქვედანაყოფი ვალდებულია მეთვალყურეობა აწარმოოს ამ ადამიანების და მათი ოჯახის უსაფრთხოებაზე, მეთვალყურეობის პროცესში ჩართულია სამხედრო და გენინსპექციის თანამშრომლები“, - აღნიშნა თავდაცვის ძალების მეთაურმა.




