მაიკ პენსი ავადმყოფების პირბადის გარეშე მონახულების გამო გააკრიტიკეს
ჯანდაცვა

ფოტო: REUTERS
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა მას შემდეგ, რაც მინესოტას შტატში საავადმყოფოს მონახულებისას ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც პირბადე არ ეკეთა.
ამერიკულ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ Mayo-ს კლინიკაში პაციენტების მონახულებისას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა, ვისაც პირბადე არ ეკეთა.
აღსანიშნავია, რომ Mayo-ს კლინიკის ვებგვერდზე მკაფიოდ წერია, რომ ყველა პაციენტმა, ვიზიტორმა და პერსონალის წევრმა პირბადე უნდა ატარონ კორონავირუსის გავრცელების შენელების მიზნით.
„დემოკრატმა“ სენატორმა ბრაიან შაცმა მაიკ პენსი ამ საქციელის გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ეს მისი მხრიდან სახიფათო მაგალითია.
აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა. აღნიშნულს ცხადყოფს ჯონს ჰოპკინსის უნივდერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსით 1 002 498 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 57 266 ადამიანი კი გარდაიცვალა.




