27 აპრილი 2020, 17:01
ხათუნა მაისურაძე
თერჯოლის ე.წ. ცხელების ცენტრში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ დედა-შვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ჯანდაცვა

ფოტო: ხათუნა მაისურაძე
გაზიარება
თერჯოლის ე.წ. ცხელების ცენტრში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ დედა-შვილს კოვიდ-19 არ დაუდასტურდა. პასუხები რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.
კლინიკის დირექტორის, ლადო კეპულაძის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ კლინიკაში კიდევ ორი საეჭვო პაციენტი შეიყვანეს. მათი ბიოლოგიური ნიმუშები ლაბორატორიაში უკვე გადაიგზავნა.
ამ ეტაპზე კლინიკაში ოთხი საეჭვო პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან. მათი ბიოლოგიური ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გაიგზავნა და პასუხებს ხვალ დილამდე ელოდებიან.




