25 აპრილი 2020, 23:07
თენგიზ ცერცვაძე: ოფიციალურ შვებულებაში ბოლოს 27 წლის წინ გავედი
ჯანდაცვა

თენგიზ ცერცვაძე
ფოტო:არქივი
გაზიარება
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში თქვა, რომ ოფიციალური შვებულებით ბოლოს 27 წლის წინ ისარგებლა.
„COVID19 როცა არ იყო, მაშინაც ოფიციალურ შვებულებაში 27 წლის წინ გავედი,რასაც მართლა დასვენება ჰქვია. ჩემი დასვენება ის არის, რომ ძალიან ხშირად მიწევს საერთაშორისო კონფერენციებზე სიარული და იქ ზოგჯერ ორი დღე ზედმეტად ვრჩები და ეს არის ჩემი დასვენება“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.





