რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირების 5 849 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაცვლილია 615 ადამიანი
ჯანდაცვა

ფოტო: Shutterstock.com
ბოლო დღეებში რუსეთის 82 რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ 5 849 შემთხვევა დადასტურდა, დაავადებულთა საერთო რაოდენობამ კი 68 622-ს მიაღწია.
ქვეყანაში ინფექციას სულ 615 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა - 5 568.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.





