ლინა პოღოსოვი
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსი კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა
ჯანდაცვა

ფოტო: არქივი
რესპუბლიკურ საავადმყოფოში COVID-19 კიდევ ერთ პაციენტს დაუდგინდა. ამის შესახებ საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა დევი ტაბიძემ განაცხადა.
კლინიკიდან სულ 17 პაციენტის ანალიზის ნიმუშები გაიგზავნა, აქედან ვირუსი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა. ინფექცია შუახნის კაცს აღმოაჩნდა, რომელსაც მწვავე პნევმონია აქვს. მედიკოსების შეფასებით, ამ დროისათვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დინამიკაში სტაბილურია.
ლუგარის ლაბორატორიაში კიდევ 13 ტესტი გაიგზავნა, რომლის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში სულ 40 ინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას , ხოლო დაკვირვების ქვეშ ჯამში 54 პაციენტი რჩება. აქედან, 2 პაციენტი საყურადღებოა, ხოლო ერთი არასრულწლოვანია, რომლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.




