ირაკლი ჩიქოვანი: ყველა შეზღუდვა მიღებულია არა მხოლოდ სახელმწიფოს პოზიციიდან, არამედ ეყრდნობა ექიმების, ეპიდემიოლოგებისა და ჯანდაცვის წარმომადგენლების რჩევებს
ჯანდაცვა

ირაკლი ჩიქოვანი
ფოტო: IMEDI
კრიზისული მენეჯმენტის თვალსაზრისით საქართველოს მთავრობას კომუნიკაციაც განსხვავებული ჰქონდა და ვფიქრობ, რომ ეს მაქსიმალური ღიაობა და პირდაპირობა საზოგადოებასთან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და თანამშრონლობა, რომელიც ჩვენ გვაქვს საერთაშორისო პარტნიორებთან, იმსახურებს შექებას, ვინაიდან ყველა ნათლად ხედავს, რომ ყველა ნაბიჯი და გადაწყვეტილება, საზოგადოებისთვის მკაფიოდ განმარტებული იყო, თუმცა ჩვენ მზად ვართ, კიდევ გავაკეთოთ ყველა განმარტება და ყველა კითხვას გავცეთ პასუხი, რომელიც შესაძლოა საზოგადოებაში არსებობდეს- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
მისი თქმით, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საქართველოში არ იყო დაფიქსირებული კორინავირუსით დაინფიცირების შემთხვევა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით მიიღო.
„სიმართლე გითხრათ, ჩვენ იმ პერიოდისთვის ვიყავით ერთ-ერთი პირველები, ვინც მივიღეთ მნიშვნელოვანი შეზღუდვები, რომელმაც მოგვცა იმის საშუალება, რომ საბოლოო ჯამში, დღეს ჩვენ გვქონდეს ის შედეგი, რომლითაც საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლა უკეთ წარმართულია, ვიდრე ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა შეზღუდვა, რომელიც მივიღეთ, მიღებულია არა მხოლოდ სახელმწიფოს პოზიციიდან, არამედ ეს გადაწყვეტილებები დაყრდნობილი იყო ჩვენი ექიმების, ეპიდემიოლოგების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლების რჩევებზე და რა თქმა უნდა იმ გამოცდილებასა და იმ კრიზის-მენეჯმენტის შესაძლებლობებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იყო“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისი თქმით, მთავრობის მთავარი ამოცანა იყო და კვლვაც რჩება ის რომ, კორონავირუსის გავრცელება მაქსიმალურად შეიზღუდოს.




