ამ ეტაპზე ინფექციურ საავადმყოფოში 5 ბავშვია მოთავსებული, მათ შორის ერთი 9 თვისაა
ჯანდაცვა

ფოტო: არქივი
ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში 5 ბავშვია მოთავსებული, მათ შორის ერთი 9 თვისაა- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მარინა ენდელაძის თქმით, ყველა ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
საქართველოში კორონავირუსი 416 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 105 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 22 აპრილს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 1 თვით გახანგრძლივდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი მოქმედებს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.




