22 აპრილი 2020, 00:53
პაატა კუპატაძე
დანიის ჯანდაცვის მინისტრი: პანდემიის დროს სექსი კარგია
ჯანდაცვა

სერენ ბროსტრემი
ფოტო: thelocal.dk
გაზიარება
დანიის ჯანდაცვის სამმართველოს ხელმძღვანელის, სერენ ბროსტრემის მტკიცებით, პანდემიის დროს სექსი სასარგებლოა.
„მკაცრი თვითიზოლაციის წესები არ ვრცელდება არც შემთხვევით და არც მუდმივ პარტნიორთან სქესობრივ აქტზე. სექსი კარგია. ის სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ჩვენ სექსუალური ქმნილებები ვართ და რა თქმა უნდა, ამ სიტუაციაშიც შეგვიძლია სექსით დავკავდეთ. რა თქმა უნდა, ჰაერწვეთოვანი გზით დაინფიცირების რისკი ნებისმიერი კონტაქტის დროს მაღალია, მაგრამ ჩვენ უნდა გვქონდეს შესაძლებლობა სქესობრივი აქტის ჩატარების,“-აღნიშნა ბროსტრემმა.




