ამირან გამყრელიძე: ჯერჯერობით ის პრეპარატი, რომელიც ამ ვირუსს კლავს, არ გახლავთ, მაგრამ შემოდგომაზე ის საზოგადოების ხელში იქნება
ჯანდაცვა

ამირან გამყრელიძე
ფოტო: დაავადებათა კონტროლის ცენტრი
ვაქცინა კიდევ ერთი წელი არ იქნება, ჯერჯერობით პირდაპირი დანიშნულების პრეპარატი, რომელიც ამ ვირუსს უშუალოდ კლავს, არ გახლავთ, მაგრამ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, შემოდგომაზე ის უკვე საზოგადოების ხელში იქნება და უფრო ადვილად გავუმკლავდებით ამ ინფექციის ტალღებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
„გთხოვთ, ექიმებს ანგარიში კიდევ ერთხელ გაგვიწიეთ, რომ ჩვენ დავიცვათ ისევ და ისევ თქვენი მშობლების, ბებიების და ბაბუების, მომავალი თაობების ჯანმრთელობა. თუ ყველა რეკომენდაციას და შეზღუდვას გავითვალისწინებთ, საქართველო ამ პანდემიისგან ძალიან ნაკლები დაზიანებით გამოვა“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
საქართველოში კორონავირუსი 408 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 95 უკვე გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი





