Facebook-ი დაბლოკავს გვერდებს, რომლებიც იზოლაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებისთვის შეიქმნება
ჯანდაცვა

ფოტო: Shutterstock.com
Facebook-ის ადმინისტრაცია წაშლის გვერდებს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო თვითიზოლაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მიეძღვნება. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
სოციალური ქსელიდან უკვე წაიშალა ანონსები კალიფორნიაში, ნებრასკასა და ნიუ-ჯერსიში მასობრივი აქციების შესახებ.
კომპანიის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ იმ ანტისახელისუფლებო აქციაზე, რომლის ორგანოზატორები დისტანციის აუცილებლობაზე გაამახვილებენ ყურადღებას, ცენზურა არ გავრცელდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.




