კახაბერ კუპატაძე
კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში COVID-19-ზე გაგზავნილი 24 ნიმუშის პასუხი ცნობილია
ჯანდაცვა

ფოტო: კახაბერ კუპატაძე
კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში COVID-19-ზე გუშინ გაგზავნილი 24 ნიმუშის პასუხი ცნობილია. ტესტმა ყველა მათგანზე უარყოფითი შედეგი აჩვენა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯაბნმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებაში ადასტურებენ.
მათი მონაცემებით, ე.წ. ცხელების ცენტრებსა და საავადმყოფოებში მოთავსებულ პაციენტებს ანალიზებს დღესაც აუღებენ, რომელთა პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი.
ბოლო ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით 10 საკარანტინო ზონაში 603, ხოლო თვითიზოლაციაში 23 მოალაქე იმყოფება.
რეგიონი მწვანე ზონის სტატუსს ინარჩუნებს და ამ დრომდე კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.




