ინდოეთში კორონავირუსით 53 ჟურნალისტი დაინფიცირდა
ჯანდაცვა

ფოტო: Shutterstock.com
ინდოეთის ქალაქ მუმბაიში კორონავირუსზე 167 ჟურნალისტი შეამოწმეს, რომლებიც პანდემიას აშუქებენ. მათგან 53 დაინფიცირებული აღმოჩნდა.
ყველა მათგანი იზოლაციაში გადაიყვანეს. დაინფიცირებულთა შორის არიან კორესპონდენტები, ოპერატორები და ფოტოგრაფები.
ბოლო მონაცემებით, ინდოეთში ვირუსს 592 ადამიანი ემსხვერპლა, 18 658 კი დაინფიცირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა.




