ბოლო 24 საათში კორონავირუსს აშშ-ში 1 433 ადამიანი ემსხვერპლა
ჯანდაცვა

ფოტო: Shutterstock.com
აშშ-ში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 1 433 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 28 ათასით გაიზარდა და დაავადებულთა რაოდენობამ 792 938-ს მიაღწია.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 42 518 ადამიანი გარდაიცვალა, 72 389 კი გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა.





