ირაკლი სესიაშვილი: განცხადებებით, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს არ დაუჭერს, ოპოზიცია პოლიტიკურად მანიპულირებს
ჯანდაცვა

ოპოზიცია, სამწუხაროდ პოლიტიკურად მანიპულირებს. არ მგონია ის მდგომარეობა იყოს, რომ სადაც ულტიმატუმის ენით უნდა ელაპარაკებოდე შენს ქვეყანას და საზოგადოებას, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, განცახდებებით, რომ საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებას მხარს არ დაუჭერს, ოპოცია საზოგადებას სიკვდილის რისკის ქვეშ აყენებს. „რაც შეეხება ოპოზიციის პოზიციას, რომ მხარს არ დაუჭერენ საგანგებო მდგომარეობას თუ ეკონომიკური პროგრამა არ იქნება, რას ნიშნავს ეს? ფაქტობრივად ჩვენს მოსახლეობას სიკვდილის რისკის ქვეშ აყენებენ, ამ უპასუხისმგებლო განცხადებებით. ჩვენ კარგად გვესმის რომ ეს არის ჩვეულებრივი, მარტივი პოპულიზმი, რომლითაც თითქოსდა აწუხებთ ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური პრობლემები“, - აღნიშნა სესიაშვილმა.
მისი თქმით, სოციალური და ეკონომიკური პრობლემები ხელისუფლების მთავარი გამოწვევაა. რას ნიშნავს ეკონომიკური პროგრამის არ არსებობა? მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს საერთაშორისო საზოგადოებასთან. უკვე მობილიზებულია $3 მილიარდი. ამ ვითარებაში, როცა ყველა ქვეყანა უფრთხილდება და ხელს უჭერს ფინანსურ რესურსებს, ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგი. ამ ვითარებაში ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ეკონომიკიურ პროგრამაზე“, - განაცხადა სესიაშვილმა.
მისივე თქმით, COVID-19-ის შიდა გავრცელების საფრთხე უკვე რეალობაა და ბოლო სტატისტიკური მონაცემებით ვირუსით დაავადებულთა რიცხვი მზარდია. შესაბამისად, ლოგიკურია და აუცილებელია გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა.
„პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი, ერთად გამოაცხადებენ საგანგებო მდგომარეობას და პარლამენტი, სავარაუდოდ, 22 აპრილს, ოთხშაბათს დაამტკიცებს ამ გადაწყვეტილებას. საგანგებო მდგომაროების გაგრძელებას, რა თქმა უნდა, ექნება სრული მხარდაჭერა უმრავლესობის მხრიდან, რამდენადაც ჩვენ ვხედავთ ამ ძალიან სერიოზულ გამოწვევას და ვიღებთ პასუხისმგებლობას.
რაც შეეხება პროცედურებს, არავის უნდა ეგონოს, რომ აქამდე მოქმედი საგანგებო მდგომარეობა წყვეტას განიცდის - არა, როგორც კი პრეზიდენტი და პრემიერი ხელს მოაწერენ ამ ბრძანებას, ის დაუყოვნებლივ ძალაში შედის და შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ გრძელდება საგანგებო მდგომაროება. ამიტომ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ არავის ეგონოს, რომ საგანგებო მდგომარეობაში რაიმე წყვეტაა და მათ გარკვეული უფლებები აღუდგებათ“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას პარლამენტი 22 აპრილს დაამტკიცებს
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.




