პირველი საუნივერისტეტო კლინიკიდან დღეს კიდევ რამდენიმე პაციენტს გაწერენ
ჯანდაცვა

ლევან რატიანი
ფოტო: IMEDI
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დადასტურებული კოვიდით გამოწვეული მწვავე პნევმონია 53 პაციენტს აღენიშნება. მათთან ამ დროისთვის სიმპტომური მკურნალობა მიმდინარეობს. კლინიკაში მოთავსებული სამი პაციენტის მდგომარეობა განსაკუთრებულად მძიმეა, რაც თანმხლების სომატური პათოლოგიებით არის გამოწვეული - ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი საუნივერისტეტო კლინიკის დირექტორმა განუცხადა.
ლევან რატიანის თქმით, კლინიკაში მოთავსებული სამი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დღეს კლინიკიდან რამდენიმე პაციენტი გაეწერება. 15 პაციენტის განმეორებითი ტესტირების შემდეგ გახდება ცნობილი დატოვებენ თუ არა ისინი საავადმყოფოს.




