ევროპაში კორონავირუსის მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
ჯანდაცვა

ფოტო: shutterstock.com
ევროპაში კორონავირუსით ინფიცირების მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ვირუსს ევროპაში 100 ათასზე ადამიანზე მეტი ემსხვერპლა, თუმცა ესპანეთსა და ნიდერლანდებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი იკლებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.





