ბათუმის ერთ-ერთმა მცხოვრებმა ბავშვების სატარებლად ალტერნატიული საშუალება გამოიგონა. ვიდეო
ჯანდაცვა

ფოტო: facebook
„ბათუმში მცხოვრებმა ერთ-ერთმა პირმა ტრანსპორტის გადაადგილების აკრძალვის გამო, ბავშვების სატარებლად ალტერნატიული საშუალება გამოიგონა. საბურავებზე დაამონტაჟა სავარძელი, რომელიც ველოსიპედს დაუკავშირა. მოქალაქე ბათუმის ქუჩებში ბავშვებთან ერთად ამგვარად გადაადგილდება“, - ამის შესახებ ინფორმაციას „აჭარის ტელევიზია“ facebook გვერდზე ავრცელებს.
<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FAjaraTV%2Fvideos%2F243653223418200%2F&show_text=0&width=267" width="267" height="476" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowTransparency="true" allowFullScreen="true"></iframe>
საქართველოში კორონავირუსი 394 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 86 უკვე გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.




