IMEDI
მეუფე მელქისედეკი: აღდგომა სიკვდილზე ძლევაა და არა სასიკვდილოდ დაინფიცირების დღე! აღდგომა სიცოცხლე და ჯანმრთელობაა! გაუფრთხილდით ერთსაც და მეორესაც
ჯანდაცვა

მეუფე მელქისედეკი
ერესია, რომ აღდგომისას მიღებული ზიარება უფრო აღმატებულია, ვიდრე სხვა დღეებში მიღებული. არ დაუჯეროთ არავის, ვინც ამას გასწავლით - ამის შესახებ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკი facebook-ზე წერს.
„იმასაც მოგახსენებთ, რომ ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ დღეს, ჩვენ, სასულიერო პირები, წმინდა ლიტურგიას ზესტაფონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში აღვავლენთ. შესაბამისად, რათა თავიდან ავიცილოთ ხალხმრავლობა ერთ რომელიმე კონკრეტულ დღეს, შესაძლებელი იქნება, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, მორწმუნეებმა ამ ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე მიიღოთ ქრისტეს თვითუხრწნელი სისხლი და ხორცი. ერესია, რომ აღდგომისას მიღებული ზიარება უფრო აღმატებულია, ვიდრე სხვა დღეებში მიღებული. არ დაუჯეროთ არავის, ვინც ამას გასწავლით. თქვენ შეგეძლებათ დაუკავშირდეთ პირად მოძღვარს და ის დეტალურ მითითებებს მოგცემთ, თუ როგორ უნდა მიიღოთ ქრისტეს უხრწნელი ხორცი და სისხლი ბრწყინვალე შვიდეულის დროს ისე, რომ საფრთხე არ შეუქმნათ არც საკუთარ და არც სხვათა სიცოცხლეს. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ აღდგომა სიკვდილზე ძლევაა და არა სასიკვდილოდ დაინფიცირების დღე! აღდგომა სიცოცხლე და ჯანმრთელობაა! გაუფრთხილდით ერთსაც და მეორესაც, რადგან უფალმა ორივე სწორედ თქვენ, მის ხატებსა და მსგავსებს მოგანიჭათ სიკეთისთვის და არა ფანატიზმისთვის!“, - წერს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკი.“, - წერს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკი.





