მეუფე გერასიმე: ლიტურგიაზე ბევრი ხალხი არ მოვა
ჯანდაცვა

მეუფე გერასიმე
ფოტო: არქივი
ადამიანებს თუ სურვილი ექნებათ, ლიტურგიას დაესწრებიან, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბევრი ხალხი არ მოვა, რადგან ეს დღეებია ტაძარში მომსვლელთა რაოდენობამ იკლო, - ამის შესახებ ზუგდიდის და ცაიშის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენ ამ რეკომენდაციებს უკვე დიდი ხანია ვითვალისწინებთ და ადამიანებსაც ვთხოვთ, რომ ჩვენი მედიკოსების რჩევები გაითვალისწინონ და თვითონ გადაწყვიტონ, ტაძარში მოვლენ თუ არა“, - განაცხადა მეუფემ.
საქართველოში კორონავირუსი 370 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 79 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.




