ამირან გამყრელიძე: მზარდია ეპიდემია, ჩვენი შეკრებებით ცეცხლს ვეთამაშებით
ჯანდაცვა

ამირან გამყრელიძე
ფოტო: არქივი
თუ არ დავიცავთ იმ ღონისძიებებს და იმ მეთოდურ რეკომენდაციებს, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვსაუბრობთ, რასაც მთავრობა და სახელმწიფო გეუბნებათ, რასაც ჯანდაცვის სფეროს მუშაკები ეუბნებიან საზოგადოებას, სამწუხაროდ, გვექნება უფრო რთული მდგომარეობა და რთულად განვითარებადი ეპიდემია- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა განაცხადა.
ამირან გამყრელიძის თქმით, თუ დავიცავთ ყველაფერს, მაშინ ზრდა გვექნება ინფექციის, მაგრამ გვექნება ისეთი, რომ ამ ეპიდემიიდან ნაკლებ დაზარალებულები გამოვიდეთ.
„მზარდია ინფექცია, მზარდია ეპიდემია, საშიშროებაა, ცეცხლს ვეთამაშებით ჩვენი შეკრებებით. ისევ და ისევ, მომავალი კვირა იცით ტრადიციაა სასაფლაოებზე შეკრება, იქ დიდი ოჯახური შეკრებები. ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეუწყობს ეპიდემიის კიდევ უფრო განვითარებას ქვეყანაში და იმ სპირალში შესვლას, რაზეც ვსაუბრობ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.




