იუსტიციის სამინისტრომ საჯარო სერვისები სრულად აღადგინა
ჯანდაცვა

თეა წულუკიანი
ფოტო: არქივი
ვირუსთან ბრძოლა ყველა ფიზიკური ინფრასტრუქტურის სრულად დავკეტეთ დავიწყეთ - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა „დღის ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.
თეა წულუკიანის თქმით, იუსტიციის სამინისტროში საჯარო სერვისები სრულად არის აღდგენილი. ახლებური მუშაობის ახალ სპეციფიკასთან შეგუებისთვის მადლობა გადაუხადა.
„მომსახურების ხარისხი კიდევ გაიზრდება, მინდა მოქალაქეები დავარწმუნო. დღესაც არ გაიცემა უხარისხოდ. მიუხედავად იმისა, რომ 100%-იანი ონლაინ მომსახურება ჩვენთვისაც უცხოა. მაგრამ ხარისხი დაიხვეწება. ნოტარიუსთა პალატამ, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, ეროვნულმა არქივმა, იუსტიციის სახლმა, სერვისების განვითარების სააგენტომ და საჯარო რეესტრმა შეძლეს და განაახლეს ისე, რომ მოქალაქეს პრაქტიკულად აღარ აქვთ შეხება“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.
თეა წულუკიანის განმარტებით არსებობს შემთხვევები, როდესაც აუცილებელია ორივე მხარის დასწრება. ასეთია ზოგიერთი სანოტარო და ზოგიერთი საჯარო რეესტრის მომსახურება.
„თქვენ თუ გადაწყვეტ, რომ მაინცდამაინც დღეს უნდა გაყიდოთ ან შეიძინოთ უძრავი ქონება. ეს სესაძლებელია, მაგრამ ამისთვის ჩვენ ერთხელ მაინც უნდა გნახოთ. იმისთვის, რომ თქვენი ქონება თქვენ ნაცვლად არ გაასხვისოს სხვამ. ჩვენ თუ 70 წელს გადაცილებულთან გვაქვს, ასეთ მოქალაქეებს ადგილზე გავუწევს მომსახურებას „შეფუთულები“. ანუ აღჭურვილები აირან ჩვენი თანამშრომლები, ჯანდაცვის ყველა სტანდარტით“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.




