გასული დღე-ღამის განმავლობაში აშშ-ში კორონავირუსს 2 569 ადამიანი ემსხვერპლა
ჯანდაცვა

ფოტო: GettyImages
აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვალების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს 2 569 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მეტყველებს.
აქამდე აშშ-ში გარდაცვლილთა ყველაზე დიდი რაოდენობა 15 აპრილს დაფიქსირდა, როდესაც კორონავირუსს 2 228 ადამიანი ემსხვერპლა.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი 637 000 ადამიანს დაუფიქსირდა, ხოლო თითქმის 28 326 კი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.




