საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1 438 ადამიანი გარდაიცვალა
ჯანდაცვა

ფოტო: Christophe Simon/AFP/Getty Images
საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 2.5 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 438 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ საფრანგეთის ჯანდაცვის მთავარი სამმართველოს გენერალურმა დირექტორმა ჟერომ სალომონმა განაცხადა.
„15 აპრილის საღამოს მდგომარეობით, საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების სულ 106 206 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 17 167 ადამიანს შეადგენს. კორონავირუსის ეპიდემია ჯერ კიდევ აქტიურ სტადიაშია“, - განაცხადა მან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.




