ნენსი პელოსი: ჯანმოს შესახებ ტრამპის გადაწყვეტილება საშიში და უკანონოა და სწრაფად გასაჩივრდება
ჯანდაცვა

ნენსი პელოსი
ფოტო: POLITICO
წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი პირობას დებს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსების შეჩერების შესახებ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
ნენსი პელოსიმ არ დააკონკრეტა, თუ როგორ უპასუხებს პრეზიდენტის ამ ნაბიჯს, მაგრამ მკაფიოდ აღნიშნა, რომ იგი მკაცრად არ ეთანხმება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას.
„ეს გადაწყვეტილება საშიში და უკანონოა და სწრაფად გასაჩივრდება“, - განაცხადა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.
მისი თქმით, გლობალური პანდემიის დამარცხება კოორდინირებული საერთაშორისო თანამშტომლობითაა შესაძლებელი.
15 აპრილს აშშ-მა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსება შეაჩერა.
„ჩემს ადმინისტრაციას დღეს განკარგულება გავეცი, შეაჩერონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსება, ვიდრე შევისწავლით და შევაფასებთ ორგანიზაციის როლს პანდემიის ცუდად მართვაში და კორონავირუსის გავრცელების შესახებ მონაცემების დამალვაში“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.




