ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსის 3 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ჯანდაცვა

ფოტო: shutterstock.com
გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 3 388 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საერთო რაოდენობამ კი 24 940-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია ავრცელებს.
24 საათის განმავლობაში COVID-19-მა ქვეყანაში კიდევ 28 ადამიანი იმსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 198-მდე გაიზარდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.




