ბოლნისში სასწრაფო დახმარების ბრიგადებს მუშობა შეჩერებული აქვთ
ჯანდაცვა

ფოტო: არქივი
ბოლნისში კორონავირუსის ინფექცია სასწრაფო დახმარების 5 თანამშრომელს დაუდასტურდა. შედეგად მეორე დღეა სასწრაფო დახმარების ბრიგადებს მუშობა შეჩერებული აქვთ.
ბოლნისში გუშინ 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. მათგან 5 ბოლნისში ცხოვრობს. ინფიცირებულთაგან 5 მედპერსონალია. დაავადებულია 2 სასწრაფოს მძღოლიც. ამ რაოდენობაში არ შედის ასევე ბოლნისის სასწრაფოს თანამშრომელი, რომელიც ფიზიკურად თბილისში იმყოფებოდა და ბოლნისში ინფიცირებულ შემთხვევებს არ ეთვლება.
ამასთან, დაავადებულთა შორისაა ერთ-ერთი მოლარე ბუღალტერი, რომელსაც სავარაუდოდ, ფულთან კონტაქტის შედეგად დაინფიცირდა. კვლევა უტარდება კიდევ 4 პაციენტს, რომელიც მედპერსონალის კონტაქს წარმოადგენენ.
ბოლნისის ცხელების ცენტსში 35 საწოლია მობილიზებული.
საქართველოში კორონავირუსი 306 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 69 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.
კარანტინის რეჟიმშია 4990 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 462 მოქალაქე რჩება. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.



