ესპანეთში დღე-ღამეში კორონავირუსს 517 ადამიანი ემსხვერპლა
ჯანდაცვა

ფოტო: NATACHA PISARENKO / AP
ესპანეთში გასულ 24 საათში კორონავირუსს 517 ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა კი 17 489-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინიტროს ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 477 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 169 496 შემთხვევაა გამოვლენილი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.




