საბერძნეთში ბზობაზე ჩატარებული მსახურების გამო სასულიერო პირების წინააღმდეგ საქმეები აღიძრა
ჯანდაცვა

ფოტო: InTimeNews
საბერძნეთში ბზობაზე ჩატარებული მსახურების გამო სასულიერო პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
კერძოდ, გამოძიება მიმდინარეობს ათენსა და კერკირაში ჩატარებული ორი ღვთისმსახურების ფაქტზე, როდესაც კორონავირუსის გამო დაწესებული აკრძალვის მიუხედავად ცერემონიებს ათობით ადამიანი ესწრებოდა. გარდა ამისა, ათენის ერთ-ერთ ტაძარში სასულიერო პირი მრევლს ფარულად აზიარებდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.




