მოლდოვაში ინფიცირებული 1 560 ადამიანიდან ყოველი მეოთხე ექიმია
ჯანდაცვა

ფოტო: Shutterstock.com
მოლდოვაში კორონავირუსით ინფიცირებული 1 662 ადამიანიდან ყოველი მეოთხე ექიმია. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კორონავირუსი 415 მედიკოსს დაუდგინდა, 3 მათგანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში 1 662 ინფიცირებულიდან 33 ადამიანი გარდაიცვალა, 94 კი გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.




