დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 10 ათასს გადააჭარბა
ჯანდაცვა

ფოტო: shutterstock.com
ბოლო 24 საათის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 737 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ჯამში ქვეყანაში COVID 19-ს 10 612 ადმიანი ემსხვერპლა. დღესვე ქვეყნის მთავრობის მთავარმა მრჩეველმა მეცნიერების საკითხებში, სერ ჯერემი ფარარმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ ევროპაში ვირუსის გამო ყველაზე ძლიერად სწორედ ბრიტანეთი დაზარალდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.




