ხათუნა მაისურაძე
ქუთაისის ლაბორატორიაში გუშინ გამოკვლეული 32 ნიმუშიდან, ერთმა დადებითი პასუხი აჩვენა
ჯანდაცვა

ფოტო: shutterstock.com
ქუთაისის ლაბორატორიაში გუშინ 32 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და ერთმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. ახალგაზრდა კაცი ახალი კლასტერია და მისი დაინფიცირების პირველწყარო ცნობილია. მისი კონტაქტები ეპიდემიოლოგებმა დაადგინეს და 30 ადამიანიდან სამი კარანტინში, დანარჩენი კი თვითიზოოაციაში არიან გადაყვანილები.
კორონავირუსის ანტისხეულები ტესტით დაუდასტურდა ორ პირს, ფარცხანაყანევისა და ვანის კლასტერიდან.
იმერეთში ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 80-მდე პირი, კარანტინში კი, 300-ზე მეტი ადამიანი იმყოფება.
საქართველოში კორონავირუსი 233 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 56 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.




