პაატა კუპატაძე
სომხეთში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
ჯანდაცვა

ფოტო: Shutterstock.com
სომხეთში კოვიდ-19-ით დაღუპულთა რიცხვი იზრდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ 19-მა ქვეყანაში კიდევ ერთი ადამიანი იმსხვერპლა და გარდაცვლილთა რაოდენობამ 9-ს მიაღწია. 28-ით გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვიც.
ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსის 881 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 11 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.




