ნორვეგიაში კორონავირუსის გამო დაწესებული რამდენიმე შეზღუდვის მოხსნა დააანონსეს
ჯანდაცვა

ოსლო
ფოტო: Shutterstock.com
ნორვეგიის ხელისუფლებამ კორონავირუსის გამო დაწესებული რამდენიმე შეზღუდვის მოხსნა დააანონსა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Local-ი ავრცელებს.
20 აპრილიდან გაიხსნება საბავშვო ბაღები, 27 აპრილიდან - საჯარო სკოლები. ასევე 27 აპრილიდან ნაწილობრივ ამუშავდება მომსახურების სფეროს რამდენიმე მიმართულება, მათ შორის სილამაზის სალონები.
ამასთან ერთად, მთავრობამ 15 ივნისამდე გაახანგრძლივა კულტურული და სპორტული ღონისძიებების აკრძალვა.
ბოლო მონაცემებით, ნორვეგიაში კორონავირუსის 5 866 შემთხვევაა დადასტურებული, 88 ადამიანი გარდაიცვალა, 32 კი გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.




