რუმინეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში კორონავირუსით 10 ახალშობილი დაინფიცირდა
ჯანდაცვა

ფოტო: Shutterstock.com
რუმინეთის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ტიმიშოარას საავადმყოფოში 10 ახალშობილი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის ნელუ ტერატუს თქმით, ბავშვები სავადაუდოდ კლინიკის სამედეცინო პერსონალისგან დაინფიცირდნენ.
მისივე თქმით, ახალშობილების დედებს ანალიზები აუღეს, თუმცა მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.




