აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებული ცოლ-ქმარი 6 წუთის სხვაობით გარდაიცვალა
ჯანდაცვა

ედრიან და სტიუარტ ბეიკერი
ფოტო: Twitter
ამერიკელი ცოლ-ქმარი სტიუარტ და ედრიან ბეიკერები კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად 6 წუთის სხვაობით გარდაიცვალნენ. ამის შესახებ CNN-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, წყვილმა, რომელიც 51 წლის წინ დაქორწინდა, ვირუსის სიმპტომებით საავადმყოფოს ჯერ კიდევ 3 კვირის წინ მიმართა, თუმცა ისინი ორჯერ გააბრუნეს სახლში. შემდეგ 74 წლის სტიუარტის მდგომარეობა გართულდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს და კორონავირუსი დაუდგინეს. ამის შემდეგ საავადმყოფოში 72 წლის ედნრიანიც მოათავსეს, თუმცა წყვილის მდგომარეობა სწრაფად მძიმდებოდა. ექიმებმა მათ შვილებს განუცხადეს, რომ მათი გადარჩენა ნაკლებად სავარაუდო იყო.
სტიუარტი და ედრიანი საავადმყოფოდან ჰოსპისში გადაიყვანეს, სადაც ისინი ერთმანეთის მიყოლებით, 6-წუთიან ინტერვალში გარდაცივალნენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.




