საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
ჯანდაცვა

ფოტო: shutterstock.com
კორონავირუსით კიდევ ერთი, მესამე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსი 195 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 45 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.





