დიმიტრი ხუნდაძე: ვირუსი არ არჩევს არც საკრებულოს წევრს, არც თანამდებობას და არც პოლიტიკურ მრწამს
ჯანდაცვა

ვირუსი არ არჩევს არც საკრებულოს წევრს, არც თანამდებობას, არც პოლიტიკურ მრწამს, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„ყველას გვჭირდება სიფრთხილე და რეკომენდაციების შესრულება“, - აღნიშნა ხუნდაძემ.
რუსთავის საკრებულოს წევრს და მამამისს კორონავირუსი დაუდასტურდათ.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 148 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 27 ადამიანი უკვე განიკურნა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.




