მარინა ეზუგბაია: კორონავირუსისგან მე-16 პაციენტი განიკურნა
ჯანდაცვა

მარინა ეზუგბაია
ფოტო:არქივი
ერთ პაციენტს განმეორებითი ტესტირებით კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ის ჯანმრთელია, თუმცა კლინიკა არ დაუტოვებია. სულ 16 პაციენტია გამოჯანმრთელებული. 15 ჩვენს კლინიკაში და ერთი საჩხერეში, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დილის შემდეგ მონაცემები არ შეცვლილა და საქართველოში ახალი კორონავირუსის 85 შემთხვევა არის დადასტურებული.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა. კორონავირუსისგან ჯამში 16 ადამიანი განიკურნა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.




