საქართველოში კორონავირუსის 90 შემთხვევა დადასტურდა
ჯანდაცვა

ფოტო: Shutterstock.com
საქართველოში კორონავირუსის 90 შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 16 ადამიანი განიკურნა. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 276 იმყოფება, კარანტინში - 4534.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.




