კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა მეცხრე პაციენტმა საავადმყოფო დატოვა
ჯანდაცვა

ფოტო: არქივი
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო მე-9 გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. ის 2 კვირის განმავლობაში საკუთარ სახლში, თვითიზოლაციაში დარჩება.
რაც შეეხება დაინფიცირებულებს, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 67 ადამიანს დაუდასტურდა. კლინიკებიდან 9 პაციენტი გაეწერა . ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.





