კახაბერ კუპატაძე
გურჯაანში 2 თვის ბავშვი ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს
ჯანდაცვა

მარინა კაპანაძე
ფოტო: კახაბერ კუპატაძე
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 2 თვის ბავშვი ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, - ინფორმაცია ,,ქრონიკას" საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდემიოლოგმა, მარინა კაპანაძემ დაუდასტურა.
მისი ინფორმაციით, ჩვილს ხველა აღენიშნებოდა, ამიტომ საეჭვო სიმპტომების გამო, ის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსდა, მას უკვე აუღეს ანალიზები და უახლოეს საათებში კორონავირუსის შესახებ პასუხი იქნება ცნობილი.
„დედა თურქეთის მოქალაქეზეა გათხოვილი. როგორც გავიგეთ, ისინი თურქეთიდან 9 მარტს დაბრუნდნენ, რა დროსაც ოჯახის წევრებს ჰქონდათ მწვავე ვირუსული ინფექცია, ამიტომ ვვარაუდობ, რომ დიდი ალბათობით მას კორონავირუსი არ აქვს, თუმცა პრევენციის მიზენით აუცილებელია ამ ბავშის გამოკვლევა“, - განმარტავს ეპიდემიოლოგი, მარინა კაპანაძე.
ბოლო ინფორმაციით, წუხელ გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან კიდევ 2 მამაკაცი, მაღალი ტემპერატურით და საეჭვო სიმტომებით გორისა და თბილის საავადმყფოებში გადაიყვანეს. ერთს აქვს აზერბაიჯანში მოგზაურობისს ისტორია, ხოლო მეორე ქუთაისის აეროპორტში იმყოფებოდა. ორივე მათგანს კორონავირუსზე ჩაუტარდება კვლევა, რომლის პასუხი ცნობილი დღეს ან ხვალ დილით გახდება.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 66 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან სულ გამოჯანმრთელდა 9 პაციენტი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.




