პაოლო მალდინის კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა
ჯანდაცვა

პაოლო მალდინი
ფოტო:shutterstock.com
საფეხბურთო კლუბ „მილანისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილ კაპიტანს პაოლო მალდინის კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა.
როგორც იტალიური მედია წერს, პაოლო მალდინისთან ერთად ასევე დაინფიცირებულია მისი შვილიც, დანიელ მალდინი.
ორივენი თავს კარგად გრძნობენ და კარანტინში იმყოფებიან.
ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 793 ადამიანი გარდაიცვალა, 4821 დაინფიცირდა, ხოლო 943 განიკურნა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელ, ანჯელო ბორელიზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ მომენტისთვის იტალიაში კორონავირუსით 42 821 ადამიანია ინფიცირებული, 4825 გარდაცვლილი და 6972 განკურნებული. იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინია გამოცხადებული. შეზღუდულია გადაადგილება და გაუქმებულია მასობრივი ღონისძიებები.




