ჩიკაგოში კორონავირუსის გამო დახურულ აკვარიუმში პინგვინები დასეირნობენ 🐧🐧 ვიდეო
ჯანდაცვა

ფოტო: Twitter
აშშ-ში, კორონავირუსის გამო დახურული აკვარიუმ Shedd-ის თანამშრომლებმა პინგვინები სასეირნოდ გამოუშვეს და ამის ამსახველი ვიდეოები სოციალურ ქსელში გაავრცელეს.
— Shedd Aquarium (@shedd_aquarium) March 16, 2020
„თუ ჩვენთვის ეს უცნაური დროა, Shedd-ის ცხოველები თავს კარგად გრძნობენ. მათი მომვლელები მუდმივად ცდილობენ ცხოველებს ახალი შთაბეჭდილებები მოუწყონ“, - წერია აკვარიუმის Twitter-ზე.
— Shedd Aquarium (@shedd_aquarium) March 15, 2020
ვიდეორგოლებზე ჩანს თუ როგორ იკვლევენ ცნობისმოყვარე პინგვინები დაცარიელებულ აკვარიუმს. Shedd-ის ადმინისტრაცია პირობას დებს, რომ მათი თავგადასავლების შესახებ ინფორმაციას რეგულარულად გამოაქვეყნებს, რათა ხალხს კორონავირუსით გამოწვეულ სტრესთან ბრძოლაში პოზიტიური ემოციებით დაეხმარნონ.
— Shedd Aquarium (@shedd_aquarium) March 16, 2020
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.
რა უნდა ვიცოდეთ პანდემიის შესახებ, წაიკითხეთ აქ.





