ჯანმო: კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების საფუძველი ჯერ არ არსებობს
ჯანდაცვა

ფოტო: Shutterstock.com
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების საფუძველი ჯერ არ არსებობს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
„ფაქტების დეტალური და გააზრებული ანალიზის გარეშე არ უნდა მივისწრაფოდეთ პანდემიის შესახებ განცხადების გაკეთებისკენ“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.
მისივე თქმით, ამგვარი ნაბიჯი ერთგვარი სიგნალი იქნება, რომ ვირუსის შეკავება ვერ ხერხდება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
„ჩვენ ვაწარმოებთ ბრძოლას, რომელშიც გამარჯვებას შევძლებთ, თუკი სწორად ვიმოქმედებთ“, - განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
თავის მხრივ, დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ევროპული ცენტრის დირექტორმა, ანდრეა ამონმა განაცხადა, რომ ევროკაშირი მზად უნდა იყოს თავის ტერიტორიაზე კორონავირუსის ფართო გავრცელებისთვის.
TWITTER POST
მანამდე ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.
მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.





