უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციები 11.7%-ით გაიზარდა
ეკონომიკა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის მარტში, უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 11.7%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 67 414 ერთეული შეადგინა.
წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 17.0%-ით გაიზარდა: ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველადი (19.7%-ით), ისე მეორადი (16.1%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში.
2017 წლის მარტში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ 17 952 ერთეული შეადგინა, საიდანაც 11 178 ერთეული სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციაა. მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა კი 49 462 ერთეულია, საიდანაც 6 155 სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციაა, ხოლო 3 583 - სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია (რეგისტრაციის გაუქმება).





