11 აპრილი 2017, 21:54
imedi
ლარი გამყარებას განაგრძობს
ეკონომიკა

გაზიარება
დღეს გამართული ვაჭრობის შედეგად ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა. 1 აშშ დოლარი 2.4097ლარი გახდა. დოლარის ცვლილებამ ეროვნული ვალუტის მიმართ 0.0061 ლარი შეადგინა.
ლართან მიმართებით მცირედით გამყარდა ევრო: 1 ევრო 2.5579 ლარი გახდა. ცვლილებამ 0.0020 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.





