სოფიკო ბერიძე
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი მოსწავლეების ტრანსპორტირებისთვის ტენდერს აცხადებს
ეკონომიკა

ფოტო: shutterstock.com
საგარეჯოს მუნიციპალიტეტმა საჯარო სკოლების მოსწავლეთა სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვისთვის 61 907 ლარის ღირებულების ტენდერი გამარტივებული პირობებით გამოაცხადა.
სატენდერო განაცხადში, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზეა გამოქვეყნებული, წერია, რომ 2019 წლის განმავლობაში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის სატრანსპორტო საშუალების მომსახურების შესყიდვა უნდა განხორციელდეს კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით, რომლის ფარგლებშიც ახლა შერჩევა-შეფასების ეტაპია.
გამარჯვებული მომწოდებლის გამოვლენამდე და ხელშეკრულების დადებამდე, იმისთვის, რომ ბავშვებმა სკოლებში ტრანსპორტით იარონ და ამ მხრივ მომსახურება არ შეწყდეს, აუცილებელია სატრანსპორტო საშუალების მომსახურების შესყიდვა.




